Friday, April 30, 2010

ფრაქტალები

1. პროექტი „ ფრაქტალური გეომეტრია“

2. რა არის ფრაქტალი, ფრაქტალის აგების წესი, საფეხურები. აგებული ფრაქტალი.

3. ტანგრამი არის სიბრტყეზე დანაწევრებული ფიგურებიდან რაიმე სურათის აწყობა, მაგალითად კვადრატი დავყოთ შვიდ ნაწილად და ვნახოთ რა ფიგურების აგება შეგვიძლია.

შემდეგი ფიგურებისგან ავაწყეთ სურათი.

გავიხსენოთ სივრცულ ფიგურათა თვისებების დასაბუთება ვექტორების გამოყენებით და პარალელური დაგეგმილების კერძო შემთხვევა ორთოგონალური დაგეგმილება, ერთ–ერთი ფრაქტალის ე.წ. ლევის წირის აგების პროცესი. გამოვიყენოთ ცექტორის კოორდინატები და მივიღებთ ფრაქტალის წერტილების მისაღებ რეკურენტულ ფორმულას, ავიღოთ AB მონაკვეთი ეს ნულოვანი ეტაპია მასზე, როგორც ჰიპოტენუზაზე ავაგოთ ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედი, კათეტებზე იგივე პროცეზი გავიმეოროთ, თუ A წერტილს კოორდინატთა სათვეში მოვათავსებთ და B წერტილს აბსცისათა ღერძზე მიღებული რეკურენტული ფორმულით მეთოთხმეტე ეტაპის შემდეგ ვღებულობთ უკვე შემდეგ ფრაქტალს.

ანალოგიურად მიღება შემდეგი ფრაქტალები.

ფრაქტალური გეომეტრია ბუნების ხელოვნებისა და მათემატიკის სინთეზია.

4. პროექტში მონაწილეთა ასაკია 15–18 წელი.

5. ხანგრძლივობა 2010=2011 სასწავლო წელი.

6. კლასში პროექტის შესაძლო აქტივობებია ინფორმაციის და ფოტო მასალის მოძიება, ვიდეო მასალის გამოყენება, დისკუსია.

7. პროექტის შედეგი: მივიღებთ ფრაქტალებს, რომლებიც ძნელად განირჩევა მხატვრული ტილოებისაგან.

8. სასარგებლოა სხვებისთვისაც, რამდენადაც დაინახავენ თუ რამდენადაა კავშირში გეომეტრიის ეს ნაწილი ხელოვნებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაუჭირდეთ ფრაქტალის მხატვრული ტილოსაგან გარჩევა.

9. სამუშაო ენაა ქართული.

10. სხვა სკოლიდან მოსწავლეები არ მონაწილეობენ.

11. ეს პროექტი კავშირშია, ხელოვნებასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთნ, გაიუმჯობესებენ ცოდნას საინფორმაციო ტექნოლოგიებში.

12. პროექტის ფასილიტატორი 175–ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი მედეა გოგიბედაშვილი.

13. ელ–ფოსტა medea.gogibedashvili@gmai.com

14. პროექტის ვებ–გვერდია www.medeagogibedashvili.blog